„ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა" - ზურაბიშვილი უკრაინელებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და უკრაინელ ხალხს მიმართავს.

ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა!

რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა.

რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა.

თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!

– ამბობს პრეზიდენტი.

დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.