ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე კოვიდცენრებში 126 პაცინეტი მკურნალობს.

„რაც შეეხება, ორი ახალ დადასტურებულ შემთხვევაა, ორივე არის შემოტანილი და ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. ერთი ჩვნეს კლინიკაშია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება აქ ჩაუტარდათ, საქართველოში, “- ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტი მკურნალობს, არცერთის მდგომარეობა არ დამძიმებულა და სტაბილურია. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კლინიკიდან გაეწერა ასევე 2 პაციენტი, თუმცა მათ შესახებ მონაცემები ჯერ ასახული არ არის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 921 გახდა. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია 781. გარდაცვლილია 14 ადამიანი.