კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილი ტყუპი შვილების მდგომარეობა მძიმეა. ბავშვები 19 აგვისტოს დედის კორონავირუსით ინფიცირების გამო ნაადრევად, საკეისრო კვეთი შედეგად დაიბადნენ. დედის მდგომარეობა კი დამძიმდა და ის თბილისში გადმოიყვანეს.
ახალშობილების მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რეანიმაციული განყოფილების ექიმმა, მარინა ბარათაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ბავშვები კოვიდინფიცირებული არიან და მდგომარეობა მძიმეა.
„ახალშობილებს ჩაუტარდათ პისიარკვლევები კოვიდინფექციის დასადასტურებლად, ორივე ტყუპი აღმოჩნდა თანდაყოლილი კოვიდინფიცირებული. ამჟამად ორივე ტყუპის ზოგადი მდგომარეობა რჩება უმძიმესი, გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, მაღალსიხშირიანი ოფციით. ჩვენი გუნდის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მათი სიცოცხლე შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ. ამ ბრძოლის შედეგები როგორი იქნება, მხოლოდ დრო გვაჩვენებს“, – ამბობს ექიმი.
თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.