სამეცნიერო საზოგადოება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდასაჭერ წერილს ავრცელებს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის მიმართ მიმდინარეობს დაუსაბუთებელი ბრალდებების სერია, რაც რექტორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში გადაიზარდა.
„პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების დროს გამოყენებულ მეთოდებს, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.
ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებული კამპანია საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის მეცნიერები, უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ უნივერსიტეტსა და მის რექტორს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან:
▪ მზექალა შანიძე, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
▪ რისმაგ გორდეზიანი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
▪ თამარ კალხიტაშვილი, მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
▪ ირინე ტატიშვილის, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
▪ ლევან გორდეზიანი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
▪ ლიკა გორდეზიანი, მოწვეული პროფესორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
▪ სოფიო ტატიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
▪ დიმიტრი გეგენავა, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
▪ კონსტანტინე შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
▪ თინათინ კახნიაშვილი, პროფესორი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი
▪ თინათინ ქაროსანიძე, პროფესორი, დეკანი, თავისუფალი უნივერსიტეტი
▪ მარიამ მანჯგალაძე, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
▪ ნათია ხანთაძე, აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს სამართლის ინსტიტუტი
▪ გიორგი მელაშვილი, მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი
ხელმომწერთა სია განახლდება. აქვე მითითებულია ბმული, რომელზეც მსურველებს შეუძლიათ, ხელი მოაწერონ.