ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას - ილიაუნის სტუდენტები

პუბლიკა

დღეს, 12 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებულმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ხვალიდან ისინი აცხადებენ დაუმორჩილებლობას, იწყებენ გაფიცვას და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს უერთდებიან.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს და გაგაცნობით ლიას სახელმიწო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება.

დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ეროპულ მომავალს.  ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათი პირადი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, პროტესტში ჩართული მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება რუსული ხელწერაა და ამით ისინი ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს.

იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენა ფასს კარგავს ყველაფერი, მათ შორის განათლებაც…

ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას, არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში. მადლობას ვუცხადებთ ყველა ლექტორს, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება რომ გვიერთდებიან.“

სტუდენტებმა აკადემიურ პერსონალს და სხვა სტუდენტებსაც მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.