ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს - აკია ბარბაქაძე

პუბლიკა

„ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს”, – ამის შესახებ პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე აკია ბარბაქაძემ განაცხადა.

„უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, უნდა შევიყვანოთ ყველა პროდასავლური,პოლიტიკური ძალა თითო წარმომადგენლით იქ და უნდა ვაიძულოთ ერთმანეთი და უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური ძალა, რომ აღასრულონ ნება თქვენი…

ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს,  პერმანენტულს. შევიკრიბებით, ამ საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა”, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია… ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა…

ორშაბათს არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო. უნდა გამოხვიდეთ, დადგეთ და მოითხოვოთ, და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის, გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება, აღარ იქნება მშიერი, აღარ იქნება მათხოვარი ამ ქვეყანაში, სადაც მარცვალი რომ უკუღმა გადააგდო, წაღმა ამოვა.

აქ შიმშილობს ხალხი. მთელი მსოფლიო რომ შიმშილობდა საუკუნეების წინ, აქ ყველა მაძღარი იყო. მათხოვარი არ გვყავდა და გაგვამათხოვრეს. ერთმა ჩია კაცმა გაგამათხოვრათ.

უნდა დავასრულოთ.

…ძალიან ცოტაა გასაკეთებელი, ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება, რუსეთი დამარცხებულია, რუსეთი შეშინებულია, პუტინი კი სად დაიმალოს ჯურღმულში, იმას ფიქრობს. 

…ჩვენ არ დავაბრუნებთ იმ მოცემულობას, რაშიც 70 წელი ვიარეთ, ბოლშევიზმში, ფაშიზმში. თუ ერთად არ დავდექით, ჩვენ თუ არ დავამარცხეთ, ესენი ფაშიზმს გვიშენებენ აქ. ესენი ჯაშუშებს ეძებენ აქ თქვენში, ყველაში. ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული.

…თქვენ ხელშია ძალაუფლება, რასაც თქვენ იტყვით, ის გაკეთდება, ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას, ძალიან მარტივია ამათი დასრულება. დასრულდებიან თავისით, გამოხვალთ ამდენი – სამ დღეში დასრულდებიან, გამოხვალთ ნაკლები – ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან”, – განაცხადა მან.