ორშაბათს ვიმსჯელებთ, იქნება თუ არა თბილისში ფართომასშტაბიანი შეზღუდვები - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტრაბიანი შეზღუდვების დაწესების შესახებ, შესაძლოა,ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილონ. მისი თქმით, თბილისში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა „ოქროს ბირჟა“.

„რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და იმედი მაქვს, რომ ორშაბათს, რა ტიპის იქნება, თუ როგორი, ან იქნება, თუ არ იქნება, მიღებული იქნება საკოორდიანციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. დაინფიცირების კიდევ 527 შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 313 კოვიდპაციენტი.

StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
მათ შორის გარდაცვლილი – 72;
კარანტინის რეჟიმში – 5574;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.