დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი.
მისივე განმარტებით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება ორსულების ვაქცინაციაა.
„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.