OSCARS 2021 | გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ქლოე ჟაოს ფილმმა „მომთაბარეთა მიწამ“ (Nomadland) მიიღო ოსკარი. 1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაცია ცერემონიის დასასრულს არ გამოაცხადეს.

სწორედ ქლოე ჟაო გახდა წლის საუკეთესო რეჟისორი. ქლოე ჟაო გახდა მეორე ქალი(ქეთრინ ბიგელოუს შემდეგ) რეჟისორი ოსკარის 93-წლიან ისტორიაში, რომელმაც რეჟისორის მთავარი პრიზი მიიღო.

Nomadland-ს კიდევ ერთი მთავარი პრიზი ერგო. წლის საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციაში ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო ოსკარი.

ამ პრიზით ფრენსის მაკდორმანდი გახდა მეორე ქალი (კეტრინ ჰეპბერნის შემდეგ), რომელმაც მესამე ოსკარი მიიღო მთავარი როლის შესრულებისთვის.

საუკეთესო მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ენტონი ჰოპკინსი დაჯილდოვდა ფილმისთვის „მამა“. ჰოპკინსისთვის ეს მეორე „ოსკარია“.

აღსანიშნავია, რომ კინოკრიტიკოსთა რჩეული, კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელი და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი ამ კატეგორიაში ჩედვიკ ბოუზმანი იყო როლისთვის, რომელიც „Ma Rainey’s Black Bottom-ში“ შეასრულა.

იუნ იუჰ ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა ფილმ „Minari-ში“ ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცისთვის დაწესებული ოსკარი დენიელ კალუიას გადასცეს ფილმისთვის „იუდა და შავი მესია“.

საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში თომას ვიტენბერგის „Another Round“ დაჯილდოვდა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიის ლაურეატი „პიქსარის“ ანიმაცია „სული“ გახდა.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმად „თუ რამე მოხდა, მე შენ მიყვარხარ“ (უილ მაკკორმაკი და მაიკლ გოვიერი) დასახელდა.

ნომინაციაში ორიგინალური სცენარი დაჯილდოვდა „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ და ემერალდ ფენელი, ხოლო საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო გადაეცათ ფლორიან ზელერსა და ქრისტოფერ ჰემპტონს ფილმისთვის „მამა“.

„Ma Rainey’s Black Bottom-მა“ ორი ოსკარი მიიღო კოსტუმების მხატვრობის, გრიმისა და ვარცხნილობისთვის.

ნომინაციაში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი დაჯილდოვდა „ორი შორეული უცნობი“ – ტრევორ ფრი და მარტინ დესმონდ როი.

ნომინაციაში ხმოვანი გაფორმება – „მეტალის ხმა“ ნიკოლას ბეკერი, ჯეიმი ბექშტი, მიშელ კოტოლენსი, კარლოს კორტესი და ფილიპ ბლადი.

რაც შეეხება დოკუმენტური ფილმის კატეგორიას – საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტური ფილმად „კოლეტი“ (ენტონი ჯაკინო და ელის დოიარი) დასახელდა, ხოლო წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „ჩემი რვაფეხა მასწავლებელი“ (პიპა ერლიხი, ჯეიმს რიდი და კრეიგ ფოსტერი) გახდა.

ვიზუალურ ეფექტებში ჯილდო კრისტოფერ ნოლანის ფილმმა „ტენეტმა“ დაიმსახურა.

დეივიდ ფინჩერის „Mank“ მთავარ როლში გარი ოლდმენით ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრის და მხატვრის საუკეთესო ნამუშევრის პრიზებით დაჯილდოვდა.

საუკეთესო მონტაჟი – „მეტალის ხმა“ მიკელ ნილსენი

საუკეთესო მუსიკა – „სული“ ტრენტ რესნორი, ატიკუს როსი და ჯონ ბატისტი

საუკეთესო სიმღერა – „იუდა და შავი მესია“ (Fight For You) ჰერი, დი მაილი და ტიარა ტომასი.

ოსკარის გამარჯვებულებსა და ნომინირებულებს სრულად გაეცანით ბმულზე.