OSCE სამეული – მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების” ძალადობრივ პასუხს „დემონსტრანტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის”.
განცხადებით ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიული ქმედებების გამოყენება და დაშინება, მათ შორის, თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას.
ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნბელყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლბა, საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად და აცხადებენ, რომ ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ მიღებული კანონები უნდა გაუქმდეს.
„ძალადობის, საარჩევნო თაღლითობის და დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებზე თავდასხმის ყველა ბრალდება სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, და ამ დანაშაულების ჩამდენმა ყველა პასუხისმგებელმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს პრინციპების და ვალდებულებების შესაბამისად, როგორც უკვე გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტები და გამოცდილება, რომელსაც ეუთოს და მის ინსტიტუტებს შეუძლიათ, შესთავაზონ. სამეული მზადაა ხელი შეუწყოს ფასიტილაციას ამ მიზნით”.