ოსებთან, რუსებთან, ხალხთან სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს - სასულიერო პირი

პუბლიკა

სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე მყოფი სასულიერო პირი,  გორის ეპარქიის მღვდელი, ბერშუეთის ეკლესიის წინამძღვარი ანდრია მიდოდაშვილი აცხადებს, რომ ტაძრებს ხალხთან – რუსებთან და ოსებთან სიტკბო და სიყვარული ურჩევნია.

ეს განცხადება მან კირბალში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ჩვენს ურთიერთობაში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სანთლად, სიბნელის განსაქარვებლად.

რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი.

თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”, – ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.