კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი „ასახავს ადგილობრივ განწყობას რუსეთთან შეერთების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთში აღნიშნულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს“. პესკოვის ეს განცხადება პროსახელისუფლებო სააგენტო TASS-მა გუშინ, 17 მაისს გაავრცელა.
13 მაისს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა.
„მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ – იქნება სარეფერენდუმო შეკითხვა.
„ბიბილოვმა მარტში განაცხადა, რომ: „რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა მან.