14 აპრილიდან ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობისთვის უფასო ფსიქოლოგიური სერვისები იწყებს მუშაობას.
1) კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – ️ 2 911 000. მოსახლეობას პირველად სატელეფონო მომსახურებას გაუწევს ასოციაცია „ნდობა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქოლცენტრში შესულ მოქალაქეთა თხოვნა, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას მოითხოვს, კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე გადამისამართდება.
2) დისტანციური ფსიქოლოგიური მომსახურება ტელეფონისა და ვიდეოზარის მეშვეობით – მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალურ კონსულტაციას ჩაღრმავებული და ხანგრძლივი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში. კონსულტაცია განხორციელდება ვიდეოზარის ან ტელეფონის მეშვეობით. მოსახლეობას მოემსახურება კლუბი „სინერგია“, რომელიც ორგანიზაციის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ეგიდით მუშაობს. 599807021; 599807024.
3) სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქო-საგანმანათლებლო მასალების მიწოდება მოსახლეობისთვის. პროექტი განხორციელდება კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების მიერ. საინფორმაციო მასალა გამოქვეყნდება ფეისბუქზე არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმაზე სახელწოდებით „ღია“.