საქართველოში სტუმრად იმყოფება და ხვალ, 20:00-ზე „ამირანში“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს „ოსკარზე“ 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლი, რომელიც გახლავთ ფილმის – „სინათლის დაცემა“ – რეჟისორი.
დრამა Light Falls / „სინათლის დაცემა“ 4 ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის თანაწარმოებაა, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ.
„ოსკარზე“ 2-ჯერ ნომინირებულ ფედონ პაპამაიკლს, ჰოლივუდში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს და უმუშავია ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: ინდიანა ჯონსი, დორფი და ფერარი, ნებრასკა დს სხვა.
წარმოშობით ბერძენი კინორეჟისორისა და ოპერატორის Light Falls-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში, Tallinn Black Nights Film Festival 2023-ზე შედგა, ხოლო საქართველოში პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში Light Falls, იტალიური კომპანია 102Distribution-ის მიერ, წარდგენილი იქნება „ბერლინალე 2024-ის“ ფარგლებში ევროპულ კინობაზრობაზე, სადაც ფილმის საერთაშორისო გაყიდვა დაიწყება.
„სინათლის დაცემის“ ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.