ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იქნება

პუბლიკა

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი ცნობილია. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“.

ტრაიბეკას წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალზე „მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო კონკურსის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმი მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, რომელიც შვილის დასახმარებლად თბილისიდან ნიუ-იორკში მიემგზავრება.


წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოდა:

  1. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
  2. “პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია;
  3. „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;

კომისიის წვერების ვინაობა:

  1. მერაბ ნინიძე
  2. ნანა ჯორჯაძე
  3. ნანა ექვთიმიშვილი
  4. დეა კულუმბეგაშვილი
  5. კონსტანტინე ჩლაიძე
  6. გიორგი ოვაშვილი
  7. რატი ონელი
  8. ლევან კიტია
  9. ვლადიმერ კაჭარავა
  10. ალექსანდრე გაბელია
  11. გიგიშა აბაშიძე
  12. ია სუხიტაშვილი
  13. ირაკლი სოლომანაშვილი
  14. მარიამ ჭაჭია
  15. თამთა გაბრიჩიძე