ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.


პოლიციამ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.

„გიდასტურებთ, რომ დაკავებულია ოთარ ფარცხალაძის ძმა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს,  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას“, – განუცხადეს „პუბლიკას“ შსს-ში.