ეროვნული არქივის კინოთეატრში 2-4 თებერვალს რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.
3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს იხილავს:
2 თებერვალი, 19:00 – „იყო შაშვი მგალობელი“
3 თებერვალი, 16:00 – „პასტორალი“; 18:00 – „მთვარის ფავორიტები“
4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე“; 18:00 – „და იქმნა ნათელი“
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
ოთარ იოსელიანს, დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ის 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.