ოთხმა რუსულმა გამანადგურებლმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – ინფორმაციას უკრაინული მედია შვედეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში იყო აფეთქებების ხმა, მათ შორის, უკრაინული მედია წერს, რომ დიდი აფეთქება იყო კიევის რკინიზგზის სადგურთან. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა მოუწოდა უკრაინელებს გაანადგურონ დამპყრობლების ჯავშანტექნიკა და „ზურგი“, რითიც რუსებს მიაქვთ საწვავი, საბრძოლო მასალა და საკვები არმიისთვის.
„მონადირეებო,მეტყევეებო, თქვენ იცით ყველა გზა და ყველა ბილიკი თქვენს ქვეყანაში, ეს თქვენი დროა” – მიმართა ხალხს რეზნიკოვმა.