მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სპეციალური სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანაზე ისაუბრა.
„ხვალ ველოდებით ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ტიკარაძის ინფორმაციით, ტესტების შემოტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება – ხვალ, 27 მარტსა და 5 აპრილს. მისი თქმით, რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა.