ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, მოკლეს

პუბლიკა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში შუა ხნის, 60 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.