ოზურგეთის საკრებულოში ოპოზიციამ „ოცნებას“ რუსეთის ჰიმნი ჩაურთო, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს ოზურგეთიდან ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
„ორჯონიკიძეები ხართ, რომლებიც ქვეყანას ყიდით. თქვენმა მერმა 51 ათასი ფოტო და ვიდეო რომ ატვირთა სოციალურ ქსელში, ოზურგეთს ვალამაზებო, სინამდვილეში ევროკავშირის დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. ასეთი სიკეთეები აღარც ოზურგეთს რომ აღარ ეღირსება და აღარც საქართველოს თქვენი ე. წ. მთავრობის მიერ დაინიციირებული რუსული კანონით, ამის საქმის კურსში თუ ბრძანდებით”, – მიმართა საკრებულოს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა.
ოზურგეთის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მარი ჩხიკვიშვილმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა.
„მეც ასე სიღრმისეულად ჯერ არ მაქვს შესწავლილი და ცოტა მოგვიანებით შევეცდები რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო”, – თქვა მან.