ადგილობრივი მედიის, „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა.
ადგილობრივებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, მას შემდეგ, რაც ქელეხიდან გამოვიდა. მომხდარის შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.