ოზურგეთში, ლაითურის ციხის სამშენებლო ტერიტორიაზე მუშა დაიღუპა

პუბლიკა

„გარდაცვლილია 42 წლის მუშა, რომელიც ოზურგეთში, ლაითურის ციხის მშენებლობაზე მუშაობდა”, – ინფორმაციას ამის შესახებ „TV პირველი” ავრცელებს. ტელეკომპანიის კორესპონდენტის ცნობით, მუშას სატვირთო მანქანა დაეჯახა. ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი” აწარმოებდა.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„პუბლიკა” დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.