ოზურგეთში ქალის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარია.
„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძემ.