ოზურგეთში ქვეითს მანქანა დაეჯახა — დაღუპულია 67 წლის ქალი

პუბლიკა

ოზურგეთში ქვეითს მანქანა დაეჯახა.

დაიღუპა 67 წლის ქალი.

„ინტერპრესნიუსი” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული პედაგოგია. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ავარია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.