პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია“ წარადგინა

პუბლიკა

პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია” წარადგინა.

ბურჭულაძემ თქვა, რომ ხალხმა ხმა უნდა მისცეს ამ პუნქტებს. შეკრებილმა დემონსტრანტებმა მათი მხარდაჭერა ყიჟინით დაადასტურა.

ბურჭულაძის თქმით:

„1. ეროვნული კრება აცხადებს: ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.

2. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.

3. ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრებაზე დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“.

პაატა ბურჭულაძემ ასევე დაასახელა „ქართული ოცნების” 6 ლიდერი, მათ უწოდა მთავარი ბოროტმოქმედები და განაცხადა, რომ მოვითხოვთ მათ სასწრაფო დატყვევებას და მიყვანას საპყრობილეში, ხოლო შსს ვალდებულია, ისინი მათ ჩააბაროს.

„ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები, ვინც აქამდე მოგვიყვანა და მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ მიყვანა საპყრობილეში: 1. ირაკლი კობახიძე 2. შალვა პაპუაშვილი 3. ანზორ ჩუბინიძე 4. მამუკა მდინარაძე 5. თეა წულუკიანი 6. ბიძინა ივანიშვილი“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.