„ქართული ოცნების“ პარლამენტში პაატა სალიას ადგილმონაცვლე იოსებ ჯორბენაძე გახდა.
პაატა სალია „ოცნების“ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ეს თანამდებობა დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელია, ამიტომ მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და მის ნაცვლად იოსებ ჯორბენაძეს დაუჭირეს მხარი.
იოსებ ჯორბენაძე მანამდე ჩაფიძის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი იყო.