PACE ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ვლადიმირ პუტინი არალეგიტიმურად ცნონ

პუბლიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არალეგიტიმურად ცნონ, თუ ის ძალაუფლებას 2024 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს.

PACE-მ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, ევროპამ რუსეთთან, ჰუმანიტარულის გარდა, ყველანაირი ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციაში მიუთითებს, რომ უკრაინასზე თავდასხმა და შიდა რეპრესიები მათ აძლევთ საფუძველს, დაასკვნან, რომ რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლება აბსოლუტური და გაუკონტროლებელია.

„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებმ, რომლის მიზეზიც ზედმეტად გრძელვადიანი მმართველობაა, შერწყმულია ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის არარსებობასთან და არ არის ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე-ფაქტო დიქტატურად აქცია”. – ნათქვამა რეზოლუციაში.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 2000 წლიდან იკავებს. 2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა კი მას საშუალება მისცა, თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.