ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს.
„ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შეშფოთებას იწვევს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებით – ამის შესახებ PACE-ს მომხსენებლებმა, კლოდ კერნმ და ედიტ ესტრელამ განაცხადეს.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ფრაქციას საქართველოში, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გავრცელდა.
15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.