ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას PACE-ს დატოვების შესახებ.
მისი თქმით, „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას”.
„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გასულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას“, – ნათქვამია რუსოპოლუსის განცხადებაში.
PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – რეზოლუციაში საუბარია, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს, თუმცა პირობებით, რომ:
- მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება PACE-ში მუშაობის შეწყვეტის შესახებ. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უფლებამოსილების ცნობის მიუხედავად, დათქმები მათთვის იყო „უსამართლო და საფუძველს მოკლებული”, რის გამოც ასამბლეიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.