პაციენტი არა ცხინვალიდან, არამედ ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა - სამინისტრო

პუბლიკა

დღეს გამოვლენილი ინფიცირებული შემთხვევებიდან არცერთი მოქალაქე არ გადმოსულა ოკუპირებული ტერიტორიიდან. – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ.

„საუბარია საქართველოს მოქალაქეზე (მცხოვრები ქ. თბილისში), რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა 12 მაისს, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. ის გადაიყვანეს მცხეთის ცხელების ცენტრში. ტესტირების შედეგად აღმოაჩნდა კორონავირუსი. აღნიშნული პირი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან არ გადმოსულა“, – ამბობენ სამინისტროში.

დღეს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა თქვა, რომ 1 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან, დადასტურებული დიაგნოზით. მისივე თქმით, იგი გადმოყვანილი იყო ცხინვალიდან“, – კლასტერი გამოდის ცხინვალი. მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკით“.