სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
„მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე. ვინაიდან წონის მასის დეფიციტი არის კრიტიკულად დაბალი – 16, გაეწია რეკომენდაცია, შეეწყვიტა შიმშილობა“, – განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე მე-10 დღეა შიმშილობს.
მან დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, „გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე”. რაც შეეხება შიმშილობას, ის აგრძელებს პროტესტის ამ ფორმას.
„პირველ რიგში, დღეს ჩემი შიმშილობის მეათე დღეს მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ხდება ახლა მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს.
რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არაერთხელ ვთქვი, რომ სანამ მომცემს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა შიმშილობის გაგრძელების შესაძლებლობას, მანამდე მე ამას გავაგრძელებ. ექიმების რეკომენდაციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ ურყევი, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას”, – წითლიძე