პაციენტს 3 კვირის განმავლობაში ვმკურნალობდით - ლევან რატიანი გარდაცვლილზე

პუბლიკა

საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორის. ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტს საავადმყოფოში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე ქალია. რატიანი აცხადებს, რომ პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„ინფიცირების შემდეგ განუვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული ძონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ის პაციენტია, რომელზეც დილით გამოვაცხადე, რომ კრიტიკულია“, – განაცხადა რატიანმა.