პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედებებს, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს

პუბლიკა

პაკისტანი აცხადებს, რომ „სანდო დაზვერვის ინფორმაციით“, ინდოეთი სამხედრო მოქმედებების დაწყებას მალე აპირებს.

„პაკისტანს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდოეთი აპირებს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას პაკისტანის წინააღმდეგ მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში“, – დაწერა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ატაულა ტარარმა X-ზე.

ინდოეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ამ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ეს მოჰყვა ინდოეთის არმიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ პაკისტანის მხრიდან „არაპროვოცირებულ“ სროლას უპასუხეს.

მანამდე, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქაშმირში, სამთო ქალაქში თავდასხმას 26 ტურისტი ემსხვერპლა.

თავდასხმაში ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა. პაკისტანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

პაკისტანის ინფორმაციის მინისტრი ამბობს, რომ ტერორიზმს გმობს ყველა ფორმით და „ინდოეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას „დარწმუნებით და გადამწყვეტად“ უპასუხებენ.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ორ ქვეყანას მოუწოდეს, არ გაამძაფრონ დაძაბულობა.