პალამარი: ოპერაცია გრძელდება, დეტალებს ვერ გავამხელთ, შევხვდებით

პუბლიკა

„აზოვის“ პოლკის მეთაურების ტყვეებად ჩაბარებაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გუშინ ლეგიონის მეთაურის მოადგილემ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც პალამარი ამბობს, ის და პოლკის ხელმძღვანელობა ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.

„ოპერაცია გრძელდება, თუმცა დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.

ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა, გრძელდება. რუსული მედია წერს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან 1 700 უკრაინელი სამხედრო გამოიყვანეს.

ითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია აწარმოებს დატყვევებული უკრაინელი სამხედროების რეგისტრაციას, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხნის ტერიტორიიდან გამოჰყავთ. ორგანიზაციის თანახმად, უკრაინელი სამხედრო ტყვეების რეგისტრაცია 17 მაისს დაიწყო. სამხედროებს საშუალება აქვთ, შეავსონ შესაბამისი ანკეტა პირადი მონაცემების შესახებ, რითაც შემდგომ შესაძლებელი იქნება დაკავებულებისთვის თვალყურის დევნება და ახლობლებთან კავშირის დამყარება.