„პალიტრა მედია“ ჟურნალისტმა კოკა კვირკველიამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა. „დრო მოვიდა“ – წერს ის Facebook-ზე და ამბობს, რომ „პალიტრა მედიასთან“ 15-წლიან თანამშრომლობას ასრულებს.
მედიაორგანიზაციიდან წამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებით პოსტში არ საუბრობს. ჟურნალისტს მაისში, პოლიტიკური ტოქშოუ „ნიუსრუმი” დაუხურეს.