პანდემიასთან გამკლავებისთვის ჯანდაცვის სექტორზე გამოყოფილია 350 მილიონი ლარი - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში მიზნობრივი დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორზე პანდემიასთან გამკლავებისა და გადაუდებელი ხარჯებისთვის გამოყოფილია 350 მილიონი ლარი.

„ჩვენი პირველი ნაბიჯები იყო ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ტურისტულ სექტორზე, გადაუდებელი ხასიათის. მეორე ნაბიჯი გახლავთ ზრუნვა მიზნობრივი სოციალური ხასიათის, მოქალაქეზე და ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორზე, რომლისთვისაც პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით, გადაუდებელი ხარჯების მიზნით გამოყოფილია 350 მილიონი ლარი. ჯამში სულ კრიზისული მენეჯმენტისთვის (არ ვსაუბრობთ პოსტკრისიზულ ეკონომიკურ აღდგენაზე), ქვეყანა დახარჯავს 3. 5 მილიარდ ლარს“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.