პანდემიის დაწყების შემდეგ მოსახლეობის 13%-მა სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია - NDI

პუბლიკა

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მოსახლეობის 13%-მა სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია, – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

სქესის მიხედვით კი გადანაწილება ამგვარია, მათ შორის ვინც სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია 15% კაცია, 12% – ქალი.

ასაკობრივ ჭრილში კი, მათ შორის ვინც სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია, 19% 18-34 ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება; 14% 35-54 ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 8% 55 წელს ზემოთაა.

გამოკითხულთა 43% კორონავირუსის პანდემიამდეც არ მუშაობდა და კვლავ უმუშევარია.

27%-ს კი არ დაუკარგავს სამსახური და შემოსავალი არ შემცირებია.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.4%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.