სინოდის გადაწყვეტილებით ზიარების რიტუალში საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა არ შეიცვლება. სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე ზიარების წესში ცვლილებებზე უარს ეხმაურება.
„ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია.
მახსენდება: „ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)”, – წერს მარგველაშვილი „ტვიტერზე”.
ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია.
მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)— Giorgi Margvelashvili (@MargvelashviliG) March 20, 2020