თელავის რაიონულმა სასამართლომ, შარშან პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა.
მradioway-ს ცნობით, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 37 წლის მისური მუთოშვილის მკვლელობისთვის არბი ქავთარაშვილს 11, ხოლო მკვლელობის მცდელობისთვის რამაზ ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისური მუთოშვილი პანკისის ხეობაში 2019 წლის დეკემბერში მოკლეს. სროლა, რომელიც პოლიციის თანდასწრებით მიმდინარეობდა, 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. მუთოშვილები და ქავთარაშვილები ერთმანეთს ხეობაში დაგეგმილი ჰესების საკითხზე დაუპირისპირდნენ.