„პანორამა, არა *ლე“ - ამ წარწერის გამო დაკავებულმა აქტივისტებმა სტრასბურგში დავა მოიგეს

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „არა პანორამას“ აქციის 7 მონაწილის მიმართ შეკრების უფლების დარღვევა დაადგინა.

საუბარია 2015 წლის საქმეზე, რომელშიც ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები პოლიციამ დააკავა ბანერის გამო, რომელზეც ეწერა: „პანორამა, არა *ლე“.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების დარღვევას გამოხატვის თავისუფლების გათვალისწინებით და სახელმწიფოს აქტივისთებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველომ 3 თვის განმავლობაში თითოეულს 1040 ევრო მატერიალური და მორალური ზიანისთვის.

2015 წელს თავისუფლების მოედანზე გაიმართა აქცია „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ. აქტივისტი  პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა მან „პანორამა არა *ლე“ წარწერიანი ბანერით თბილისის საკრებულოსთან გადაადგილება დაიწყო. მისი დაკავების შემდეგ მას სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა აქტივისტებმა, რის შედეგადაც ისინი დააკავეს.