პაპუაშვილი: 2014-ში, 150 ჯარისკაცის გაგზავნით „ოცნებამ" EU-ის სამხედრო მისია გადაარჩინა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა”.

ამით პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ („ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა.

ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.