პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ძალადობრივი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ ევროკავშირის დროში ჩამოგლეჯასა და დაწვაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დროშა აღდგება და დაისჯებიან შესაბამისი პირები.

„სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ერთი რამის თქმა მინდა, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას.

ზოგიერთ დეპუტატს როცა პარლამენტის შენობის მინები იმსხვრეოდა მაშინ უნდა ეფიქრა ევროპაზე როცა საუბრობენ, ეს დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს. სათანადო რეგაირება იყო [პოლიციის მხრიდან] და შესაბამისი პირები იქნებიან პასუხიგებაშ მოცემუილები, “- თქვა მან.


ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს მოძალადე ზურა მახარაძე, რომელიც პრორუსული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი წინამძღოლი.

მახარაძე და მისი მომხრეები გლეჯენ დროშას და შემდეგ ფეხით დგებიან მასზე.