პაპუაშვილი: ევროპეიზაციის მიმართულებით მიღწევები საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ევროპეიზაციის მიმართულებით მიღწევები საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი ტვიტერში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრაღაში განაცხადა, რომ ის მომხრეა ევროკავშირის გაფართოების, რომელიც საბოლოოდ უნდა მოიცავდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – უკრაინას, მოლდოვას და საქართველოსაც. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.