პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს, მინიმუმ, 113 დეპუტატს პარლამენტში და აბსოლუტურ ძალაუფლებას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებელია, რათა „ქართველმა ხალხმა დაანახოს ყველას, შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა, რასაც ჰქვია კეთილდღეობისა და ღირსების პოლიტიკა, რომ ქართველი ხალხი უარს ეუბნება უცხოელი აქტორების მიერ, ოპოზიციის მეშვეობით, ქართველებისთვის თავსმოხვეულ იდეებს”.
მისივე განცადებით:
„არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს – ერთადერთი კითხვაა, რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს”.