პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტი რუსულ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის შესახებ მან ევროკავშირის წარმომადგენლებსაც უთხრა.
“საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ტენდენციას და მზაობას შინაარსობრივი განხილვისა. მე როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით.
ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო, ვეტო არის ის მექანიზმი, როდესაც თუ კი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და ახლა მაინც უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზად ყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა უბრალოდ მათ შესთავაზონ ბრენდირება ამ კანონისა, თუ კი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსულ კანონს მესამე მოსმენით პარლამენტი 13-17 მაისის კვირაში განიხილავს.