პაპუაშვილი: რუსეთის მოქალაქეების მიმართ როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის ფაქტები იყო

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 3 მარტიდან ჯერ სოციალურ ქსელებში და შემდეგ უკვე მედიაში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის თემაზე აგორდა ტალღა, რომელიც „ახლოს დგას ქსენოფობიის ზღვარზე“.

მისი თქმით, განზრახ ინერგებოდა შიში საზოგადოებაში, თითქოს საზღვარზე „მომწყდარი იყო რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე და თითქოს ამით მოხდებოდა საქართველოს დაპყრობა.“ – ამბობს პაპუაშვილი.

„ამის შედეგი იყო სიძულვილის გამოვლენა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ. იყო რამდენიმე ფაქტი – როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენის ფაქტები ადამიანების მიმართ.

სამწუხაროა და აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ან საერთოდ არ გამოეხმაურა, ან ისე გამოეხმაურა, რომ ხელი შეუწყო ქსენოფობიური ტენდენციების გაღვივებას. სამწუხაროდ, სახალხო დამცველიც 8 თუ 9 დღის შემდეგ გამოეხმაურა ამ ფაქტს ტოლერანტობის საბჭოსთან ერთად და გაამახვილა ყურადღება რისკებზე.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.