პაპუაშვილი: ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძლების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი დანაკარგია.

შალვა პაპუაშვილის კომენტარი ევროპაში ვიზიტის დროს ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“, „პირველი არხი“ და „იმედმა“ ჩაწერა.

შალვა პაპუაშვილი მმართველი პარტიიდან მეორეა გია ვოლსკის შემდეგ, რომელიც ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ამ დრომდე არაფერი უთქვამს.

„ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს,” – თქვა პაპუაშვილმა.

3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.