„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დღეიდან უნდა დატოვოს ორბელიანების სასახლე, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს”.
პაპუაშვილის თქმით, რეზიდენცია ზურაბიშვილს მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, „რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე“.
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს.
ეს შენობა [ორბელიანების სასახლე] მას მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე. ეს შენობა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებენ იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი ვერ წავლენ.
[…] ფიცის დადების შემდეგ საქართველსო რპეზიდენტი აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილი და იქნება მიხეილ ყაველაშვილი… ყაველაშვილი საქმიანობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს. დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ არის მისი პირადი ფუფუნების საგანი. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა…“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.