„ქართული ოცნების“ პარლმენტის თავმჯდომარეს შალვა პაპაუშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს შეეფასებინა BBC-ის საგამოძიებო ფილმი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს.
„ ვფიქრობ, რომ ერთ სიუჟეტზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა გამოჩნდა ამ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ, პირდაპირ დავინახეთ ჩვენ სქემა როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება, პირდაპირ ვხედავთ ჩვენ ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემეი და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავებენ ცრუ ნარატივს გასავრცელებლად.
საერთო ჯამში, სასარგებულო პროცესიც არის იმიტომ, რომ ბოლომდე იშიფრება ყველა აგენტიც და მისთვის დაველებების მიმცემები. დღეს ზუსტად დავინახეთ სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ ისინი ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ.
მეორე, ამან აჩვენა ზუსტად რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები რომეიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და ის სიყალბე რომლითაც ეს სიუჟეტი იყო აწყობილი, სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა. დამკვეთები და მათი მიზნები ძალიან კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ სიუჟეტის შემდეგ“,- ამბობს პაპუაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის „დიფ სთეითის მიერ მართული პროპაგანდისტული იარაღი“ უწოდა.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მედიას არავითარი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, ხოლო რესპონდენტები ბრალდებული პირები არიან.
„ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ „BBC ასრულებს ბინძურ დაკვეთებს, ავრცელებს სიცრუეს“, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიზანია, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას“ და დასძენს, რომ მედიას საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებს.
სუს-მა BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ „გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს.
პირველი მსოფლიო ომის დროს „კამიტე“, იგივე ბრომობენზილ ციანიდი საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ დოკუმენტაცია ძალზე მწირია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მოხმარებიდან, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც ქართული სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში მოჰყვნენ, საუბრობდნენ სიმპტომებზე, რომლებიც ხანგრძლივად, ზოგიერთის შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა: თავის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, წვა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა.
„გრძნობ, რომ კანი გეწვის“, – უთხრა BBC-ის პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისივე თქმით, წვის შეგრძნების მოშორება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ BBC-ის განუცხადა, რომ მათი გამოძიების შედეგები „აბსურდულია“ და რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა „სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“.